ყველა
კომბო
Cooler ქულერები
ყურსასმენები
კლავიატურა
მაუსი
სათითეები
გადამყვანი
Sleeves სახელურები
დამტენი
Trigger თრიგერი
მთავარი ფავორიტები კალათა პროფილი
Banner 1
Banner 2
Banner 3

ტოპ პროდუქტები

ყველა პროდუქტი

ფავორიტი პროდუქტების სია

ჩემი კალათა

საინფორმაციო ველი

1. საკონტაქტო დეტალები

2. მიწოდების მისამართი

3. პრომო კოდი

ინსტაგრამ გვერდის გამომწერების პრომო კოდის მისაღებად მოგვწერე ინსტაგრამზე ტექსტით - "გამომწერის პრომო კოდი"

4. პროდუქტი და ვიდეოს მიღების პლატფორმა

შეგიძლია, მოითხოვო შენს მიერ შეძენილი პროდუქტის/ების ვიდეო, სადაც გამოჩნდება პროდუქტების ტექნიკური გამართულობა.

გთხოვთ მიუთითოთ, სად გნებავთ ვიდეოს მიღება გადახდის შემდეგ:

ჩვენს შესახებ

Techaccs - არ არის უბრალოდ ახირება, ეს არის იდეა, რომ ის, რაც მილიონობით ადამიანს აერთიანებს, გახდეს უფრო მეტად სასიამოვნო.

გამარჯობა! მე ვარ მათე, იგივე mateaku — Techaccs-ის იდეის ავტორი, დამფუძნებელი, გრაფიკოსი, "პროგრამისტი", შესყიდვების მენეჯერი და, დიდხანს რომ არ გავაგრძელო, „ყველაფერჩიკი“.

ჩემი დროის 80%-მდე გეიმინგში გადიოდა, შესაბამისად, მშვენივრად ვიცოდი, რა მჭირდებოდა იმისათვის, რომ თამაშისას თავი უფრო კომფორტულად მეგრძნო.

იდეალურად შეერწყა ერთმანეთს ჩემი ჰობი და პროფესია — გეიმინგი და გრაფიკული დიზაინი. სწორედ იმ გზაზე, სადაც ვაკეთებდი იმას, რაც სიამოვნებას მანიჭებდა, მომეცა საშუალება, კიდევ უფრო გამეფართოებინა ჩემი ხედვა.

ეს ცოდნა და გამოცდილება ზურგს მიმაგრებდა იმისთვის, რომ წამომეწყო ეს ამბავი, შემექმნა Techaccs და შენთვის შემომეთავაზებინა ისეთი რამ, რაც შენს სათამაშო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

Techaccs-ის მთავარი „მუღამი“ ის არის, რომ ყველა მხარე იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი და მთელი პროცესისგან მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება.

ამ თემაზე კიდევ ძალიან დიდხანს შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მოდი, აქ შევჩერდეთ. თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, სხვა სივრცეში ამომწურავად ვისაუბროთ ამ და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე. ;)

Techaccs - გახადე გეიმინგი უფრო სასიამოვნო.


შეფასებები


როგორ შევიძინო?

1. რეგისტრაცია / ავტორიზაცია

იმისათვის, რომ შეიძინო შენთვის სასურველი ნივთი, აუცილებელია გაიარო ავტორიზაცია ან დარეგისტრირდე Techaccs-ის საიტზე.

2. პროდუქტის/პროდუქტების „კალათაში“ დამატება

შეარჩიე შენთვის სასურველი პროდუქტი/პროდუქტები, დაამატე ისინი კალათაში, გადაამოწმე შენ მიერ კალათაში დამატებული ნივთი/ნივთები და დააჭირე ღილაკს „ყიდვა“.

3. საინფორმაციო ველი

შეიყვანე შენი საკონტაქტო დეტალები.

Aირჩიე მიწოდების მისამართი და მიწოდების ტიპი.

შეიყვანე „პრომო კოდი“.

Aირჩიე ის პლატფორმა, სადაც გინდა, რომ უშუალოდ იმ პროდუქტის ვიდეო მიიღო, რომელიც შენთან იგზავნება. ამის შემდეგ დააჭირე ღილაკს „გადახდა“.

4. გადახდა

გადაამოწმე შეკვეთის დეტალები, წაიკითხე „წესები და პირობები“ და, თუ ეთანხმები, მონიშნე, რომ წაიკითხე და ეთანხმები. თუ მიიღე უშუალოდ შენი პროდუქტის/პროდუქტების ვიდეო და დარწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზეა, მონიშნე, რომ ადასტურებ მის ტექნიკურ გამართულობას.

5. გადახდის მეთოდი

შეიყვანე შენი ბარათის მონაცემები, დააჭირე ღილაკს „გადახდის დასრულება“, ნომერზე მოსული კოდი შეიყვანე შესაბამის ველში და დაასრულე გადახდა.


მიწოდების სერვისი

უფასო მიწოდება „წერეთლის“ მეტრომდე

მიწოდება ხორციელდება შეკვეთის გაფორმებიდან 1 დღის განმავლობაში. მიწოდების ზუსტი დროის შეთანხმდება ხდება საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: Instagram, WhatsApp ან Viber.

თბილისში მიწოდება მისამართზე

თბილისში მითითებულ მისამართზე შეკვეთები იგზავნება Techaccs-ისგან დამოუკიდებელი მიტანის სერვისების (Bolt - Sent) საშუალებით.

მიწოდება, საშუალოდ, ხორციელდება შეკვეთის გაფორმებიდან 1 საათის განმავლობაში. Techaccs-ის საიტზე შეგიძლია მონიშნო ლოკაცია, სადაც გსურს შეკვეთის მიღება, ხოლო საიტის ალგორითმი ავტომატურად გამოთვლის მიტანის საფასურს შენს მისამართამდე.

რეგიონში / რაიონში მიწოდება

რეგიონებსა და რაიონებში მიწოდებისთვის Techaccs იყენებს მესამე მხარის მომსახურებას — საქართველოს ფოსტას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მიწოდების სავარაუდო ვადაა 1–3 სამუშაო დღე.

მიწოდების ტარიფები

• ფოსტის ფილიალამდე — 14 ₾

• მისამართზე მიტანა — 19 ₾


გადაცვლა/დაბრუნება

პროდუქტის დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა

Techaccs ვალდებულია დაგიბრუნოს/გადაგიცვალოს პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტს აღმოაჩნდა ტექნიკური/ქარხნული წუნი;
  • მიიღე არასწორი შეკვეთა;
  • მიიღე დაზიანებული შეკვეთა.

Techaccs-ს შეუძლია უარი თქვას პროდუქტის დაბრუნებაზე/გადაცვლაზე, თუ:

  • პროდუქტს ექნება დაკარგული სასაქონლო სახე (გარდა მიტანის პროცესში დაზიანებისა);
  • დაზიანებული იქნება პროდუქტის შეფუთვა (გარდა მიტანის პროცესში დაზიანებისა);
  • რომელიმე ნივთი, რაც კომპლექტაციაში მოყვებოდა, აღარ ექნება;
  • დარღვეული იქნება ჰიგიენური ნორმები;
  • პროდუქტზე შეინიშნება ფიზიკური გავლენა (გარდა მიტანის პროცესში დაზიანებისა).

დაბრუნების/გადაცვლის ვადები

• პროდუქტის გადაცვლის ან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლია პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

• პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ პროდუქტის დაბრუნება არ განიხილება.

• თუ შენი მოთხოვნა პროდუქტის გადაცვლასთან ან დაბრუნებასთან დაკავშირებით დადასტურდა, Techaccs უზრუნველყოფს პროდუქტის ღირებულების დაბრუნებას ან ძველი პროდუქტის ახლით ჩანაცვლებას.

პროდუქტის გადაცვლა/დაბრუნების წესები:

1. ტექნიკური წუნი

იმ შემთხვევაში, თუ შენ მიერ შეძენილ პროდუქტს მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოაჩნდა ტექნიკური წუნი, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააკეთო განცხადება არაუგვიანეს 3 დღისა Techaccs-ის საიტზე:

პროფილი > შეკვეთები > დასრულებული შეკვეთები > პროდუქტის დაბრუნება > დაბრუნების მიზეზი > ტექნიკური წუნი.

მიღებული პროდუქტის უკან დაბრუნება შეიძლება უარყოფილი იქნას:

  • თუ პროდუქტს ექნება დაკარგული სასაქონლო სახე;
  • თუ დაზიანებული იქნება პროდუქტის შეფუთვა;
  • თუ რომელიმე ნივთი, რაც კომპლექტაციაში მოყვებოდა, აღარ ექნება;
  • თუ დარღვეული იქნება ჰიგიენური ნორმები;
  • თუ პროდუქტზე შეინიშნება ფიზიკური გავლენა.

განცხადების გაკეთების შემდეგ Techaccs დაგიკავშირდება საკომუნიკაციო არხების საშუალებით. შენ უნდა წარუდგინო უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს პროდუქტის ტექნიკური წუნი და თუ კონკრეტული საქმე აკმაყოფილებს დაბრუნების კრიტერიუმებს, Techaccs დაგიდასტურებს ტექნიკური წუნის არსებობას. შენ უნდა უზრუნველყო პროდუქტის სრულად და დაუზიანებლად დაბრუნება, რათა საბოლოოდ დაამტკიცოს ტექნიკური წუნის არსებობა, დაგიბრუნოს თანხა ან შეგიცვალოს პროდუქტი.

2. არასწორი შეკვეთა

იმ შემთხვევაში, თუ შენ მიიღე არასწორი შეკვეთა, ამის შესახებ აუცილებლად უნდა გააკეთო განცხადება არაუგვიანეს 3 დღისა Techaccs-ის საიტზე:

პროფილი > შეკვეთები > დასრულებული შეკვეთები > პროდუქტის დაბრუნება > დაბრუნების მიზეზი > არასწორი პროდუქტი.

მიღებული პროდუქტის უკან დაბრუნება შეიძლება უარყოფილი იქნას:

  • თუ პროდუქტს ექნება დაკარგული სასაქონლო სახე;
  • თუ დაზიანებული იქნება პროდუქტის შეფუთვა;
  • თუ რომელიმე ნივთი, რაც კომპლექტაციაში მოყვებოდა, აღარ ექნება;
  • თუ დარღვეული იქნება ჰიგიენური ნორმები;
  • თუ პროდუქტზე შეინიშნება ფიზიკური გავლენა.

განცხადების გაკეთების შემდეგ Techaccs დაგიკავშირდება საკომუნიკაციო არხების საშუალებით. შენ უნდა წარუდგინო უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ მიიღე არასწორი შეკვეთა და თუ კონკრეტული საქმე აკმაყოფილებს დაბრუნების კრიტერიუმებს, Techaccs დაგიდასტურებს არასწორი შეკვეთის მიღებას. შენ უნდა უზრუნველყო პროდუქტის სრულად და დაუზიანებლად დაბრუნება, რათა საბოლოოდ დაამტკიცოს არასწორი შეკვეთა და დაგიბრუნოს თანხა ან შეგიცვალოს პროდუქტი.

3. დაზიანებული შეკვეთის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ კურიერმა შენამდე მოიტანა პროდუქტი, რომლის შეფუთვასაც დაზიანება ეტყობა, ჩაბარებისთანავე, შეფუთვის გახსნის გარეშე, მომხმარებელმა უნდა გადაუღოს შეკვეთას ვიდეო და დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განცხადება Techaccs-ის საიტზე:

პროფილი > შეკვეთები > დასრულებული შეკვეთები > პროდუქტის დაბრუნება > დაბრუნების მიზეზი > დაზიანებული შეკვეთა.

მიღებული პროდუქტის უკან დაბრუნება შეიძლება უარყოფილი იქნას:

  • თუ პროდუქტის შეფუთვა გაიხსნება იმის მიუხედავად, რომ შეფუთვა დაზიანებული იყო;
  • თუ არ იარსებებს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ შეფუთვა დაზიანებული იყო.

განცხადების გაკეთების შემდეგ Techaccs დაგიკავშირდება საკომუნიკაციო არხების საშუალებით. შენ უნდა წარუდგინო უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს დაზიანებული შეკვეთა და თუ კონკრეტული საქმე აკმაყოფილებს დაბრუნების კრიტერიუმებს, Techaccs დაგიდასტურებს დაზიანებული შეკვეთის მიღებას. შენ უნდა უზრუნველყო პროდუქტის სრულად და ისეთ მდგომარეობაში დაბრუნება, როგორშიც მიიღე, რათა საბოლოოდ დაამტკიცოს დაზიანებული შეკვეთა და დაგიბრუნოს თანხა ან შეგიცვალოს პროდუქტი.

Techaccs არ არის პასუხისმგებელი

თუ შენ შეცდომით მიუთითე: ქალაქი, სოფელი, ქუჩა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ამ მიზეზით დაიკარგა ან დააგვიანდა შეკვეთას. თავის მხრივ Techaccs შეძლებისდაგვარად დაგეხმარება საკითხის მოგვარებაში, მაგრამ პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება.

პროდუქტის გადაცვლა

• ტექნიკური წუნისას Techaccs უზრუნველყოფს მხოლოდ ძველი პროდუქტის ახლით შეცვლას.

• არასწორი შეკვეთისას Techaccs უზრუნველყოფს ახალი (სწორი) შეკვეთის შენამდე მოსვლას.

• დაზიანებული შეკვეთისას Techaccs უზრუნველყოფს ახალი შეკვეთის შენამდე მოსვლას.

თანხის დაბრუნება

• თუ საბოლოოდ დამტკიცდა შენი განცხადება ტექნიკურ წუნთან დაკავშირებით, Techaccs უზრუნველყოფს პროდუქტის ღირებულების თანხის დაბრუნებას საბოლოო დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში.

• თუ საბოლოოდ დამტკიცდა შენი განცხადება არასწორ შეკვეთასთან დაკავშირებით, Techaccs უზრუნველყოფს პროდუქტის ღირებულების თანხის დაბრუნებას საბოლოო დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში.

• თუ საბოლოოდ დამტკიცდა შენი განცხადება დაზიანებული შეკვეთის მიღებასთან დაკავშირებით, Techaccs უზრუნველყოფს პროდუქტის ღირებულების თანხის დაბრუნებას საბოლოო დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში.


წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას შენსა (მომხმარებელსა) და ონლაინ მაღაზია Techaccs-ს შორის. საიტზე შეკვეთის განთავსებით შენ ადასტურებ, რომ სრულად გაეცანი და ეთანხმები ამ წესებს.

1. ზოგადი პირობები

1.1. საიტზე (techaccs.ge) ნებისმიერი ფორმით ნავიგაცია, რეგისტრაცია ან პროდუქტის შეძენა ნიშნავს, რომ შენ ავტომატურად ეთანხმები ამ წესებსა და პირობებს.

1.2. Techaccs იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს საიტზე არსებული ფასები, პროდუქციის ასორტიმენტი ან წინამდებარე პირობები. მოქმედი წესების პერიოდული გადამოწმება შენი პასუხისმგებლობაა.

2. მიწოდების პირობები

2.1. მიწოდება ხორციელდება 3 მეთოდით: უფასოდ წერეთლის მეტროსთან (1 დღეში), მისამართზე თბილისში Bolt/Sent-ის კურიერით (დაახლოებით 1 საათში, ფასი ითვლება ავტომატურად საიტის ალგორითმით) ან საქართველოს ფოსტით რეგიონებში (1-3 სამუშაო დღე).

2.2. Techaccs-ის საწყობის დატოვების შემდეგ, მიწოდების ვადის გაწელვაზე ან საფოსტო/საკურიერო კომპანიების მხრიდან გამოწვეულ შეფერხებებზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა მაქსიმალურად დაგეხმარება პრობლემის მოგვარებაში.

3. გადაცვლა და დაბრუნება (მკაცრი ჩარჩოები)

3.1. პროდუქტის გადაცვლის ან თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლია პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული/ტექნიკური წუნი, მიიღე არასწორი ან დაზიანებული შეკვეთა. 3 დღის გასვლის შემდეგ მოთხოვნები არ განიხილება.

3.2. დაბრუნება/გადაცვლა კატეგორიულად უარყოფილი იქნება, თუ:

  • პროდუქტს ექნება დაკარგული სასაქონლო სახე ან შეიმჩნევა ფიზიკური გავლენის (შენ მიერ დაზიანების) კვალი.
  • დაზიანებულია ან აკლია ორიგინალი შეფუთვა (ყუთი) და კომპლექტაციის ნაწილები (კაბელი, ადაპტერი და სხვა).
  • დარღვეულია ჰიგიენური ნორმები (მაგალითად: გახსნილია ან გამოყენებულია ინდივიდუალური აქსესუარები, როგორიცაა სათითეები ან გეიმინგ გრიპები/სახელურები).

3.3. თუ შენი მოთხოვნა დადასტურდა, Techaccs უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას 24 საათში ან ძველი პროდუქტის ახლით ჩანაცვლებას.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

4.1. Techaccs არ არის პასუხისმგებელი იმ დაზიანებებზე, რომლებიც გამოწვეულია მოწყობილობების არასწორი ან გაუფრთხილებელი ექსპლუატაციით (მაგალითად: პროდუქტის ფიზიკური/მექანიკური დაზიანება, დავარდნა, გატეხვა, ან შეუსაბამო/გაუმართავი დენის წყაროს გამოყენებით გამოწვეული მოკლე ჩართვა).

5. კონფიდენციალურობა

5.1. შენ მიერ საიტზე შეყვანილი პერსონალური მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, სახელი) გამოიყენება ექსკლუზიურად შეკვეთის იდენტიფიცირებისა და კურიერისთვის გადაცემის მიზნით. მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

6. შეკვეთის გაუქმება ან შეცვლა

6.1. შეკვეთის გაუქმება ან მასში რაიმე ცვლილების შეტანა (მაგალითად, მისამართის ან ნივთის შეცვლა) შეგიძლია მხოლოდ ნივთის გამოგზავნამდე (კურიერისთვის ან ფოსტისთვის გადაცემამდე). მას შემდეგ, რაც შეკვეთა დატოვებს საწყობს, მისი გაუქმება ან შეცვლა ვეღარ მოხდება.


უსაფრთხოება

[აქ მომავალში დაემატება უსაფრთხოების წესები და ტექსტი]

კონტაქტი

თუ გაქვს რაიმე კითხვა, გსურს თანამშრომლობა ან გჭირდება დახმარება შეკვეთასთან დაკავშირებით, შეგიძლია დაგვიკავშირდე ნებისმიერ დროს შენთვის მოსახერხებელი არხით:

გადახდა

შეკვეთის დეტალები

წესები და პირობები

ჯამური ღირებულება

პროდუქტების ჯამი:0.00 ₾
მიწოდების საფასური:0.00 ₾
სულ გადასახდელი:0.00 ₾

გადახდის მეთოდი

ბარათით გადახდის მეთოდები (TBC, Bank of Georgia) მალე დაემატება.

ჩემი პროფილი

პირადი ინფორმაცია

სახელი გვარი: დატვირთვა...

ტელეფონის ნომერი: დატვირთვა...

ელ-ფოსტა: დატვირთვა...

ქალაქი: დატვირთვა...

მომლოდინე შეკვეთები არ იძებნება

გამოგზავნილი შეკვეთები არ იძებნება

დასრულებული შეკვეთები არ იძებნება

პრომო კოდი

ბანერების მართვა

აქტიური ბანერების სია

დამალული პროდუქტები

პროდუქტების მარაგები

📊 ბუღალტერია და ფინანსური არქივი

შეკვეთების რაოდენობა
0
სულ გაყიდვები (Gross)
0.00 ₾
დაბრუნებული თანხა
0.00 ₾
თანხა
0.00 ₾

დეტალური ტრანზაქციები